Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ეკონომიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მსოფლიოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში: საქართველოს ადგილი და გამოწვევები” გაიმართა.

 

ღონისძიება პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დაარსებიდან მე-80 წლისთავის მიეძღვნა. მასში მონაწილეობა  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, საქართველოში არსებული  სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენელმა მეცნიერებმა,  მკვლევრებმა  და ასევე უცხოელმა სტუმრებმა მიიღეს. კონფერენცია პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორი რამაზ აბესაძემ გახსნა. ღონისძიების  მონაწილეებს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ნინო გვენეტაძე, საქართველოს მეცნიერებათა  ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიკოსები ვლადიმერ პაპავა, ავთანდილ სილაგაძე, პროფესორები ელგუჯა მექვაბიშვილი და თემურ შენგელია მიესალმნენ.  მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ იოანე პავლე მეორის სახელობის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი ალინა ბეთლეი. პროფესორი ვისლავ ტადეუშ პოპლავსკი და სხვები ესწრებოდნენ. 

 

კონფერენციაზე მუშაობდა შემდეგი სექციები: ეკონომიკური თეორიისა და ბიზნესის პრობლემათა კვლევის, მაკროეკონომიკის, მდგრადი განვითარების, ფინანსებისა და საბანკო საქმის, სექტორული და რეგიონული ეკონომიკის, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და გლობალიზაციის, დემოგრაფიის, სოციოლოგიისა და შრომის ეკონომიკის.

თარიღი: 21/10/2024